spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში, ერთ-ერთი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში, ერთ-ერთი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას მესამე თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს.

“მესამე თავდასხმის ბატალიონი იუწყება: ბრიგადის ძალებმა, პირველ რიგში, პირველმა თავდასხმის ბატალიონმა, აღადგინეს კონტროლი ნადიიას დასახლებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამხედროების ინფორმაციით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი სამი კვადრატული კილომეტრია.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დაასახელეს რუსების დანაკარგები ამ დასახლებისთვის ბრძოლებში.

“ნადიას აღება მტერს ორი თვის ძალისხმევა და ორი მექანიზებული პოლკის განადგურება დაუჯდა – რუსეთის ფედერაციის მე-20 არმიის 752-ე და 254-ე პოლკები”, – აღნიშნა მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ.

ნადიია არის სოფელი, რომელიც ეკუთვნის ლუგანსკის ოლქის სვატოვეს რაიონს. მოსახლეობა 2001 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენდა 25 ადამიანს.

იგი მოიცავს 0,15 კმ² ფართობს. 2022 წლის მარტში სოფელი დაიპყრო რუსეთის არმიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, 2022 წლის ოქტომბერში იგი დაუბრუნდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შემდეგ კი კვლავ აიღეს ოკუპანტებმა.

რუსები მუდმივად ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწიონ და ბოლო რეგიონის მთლიანად ხელში ჩაიგდონ, მაგრამ ვერ ახერხებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები