უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკოე რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები სტარომაიორსკოეს გათავისუფლების შესახებ აცხადებენ.
“35-ე ბრიგადამ, ისევე როგორც ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონმა “არეიმ” შეასრულეს დავალება და გაათავისუფლეს სოფელი სტარომაიორსკოე“, – აცხადებენ სამხედროები ვიდეოში.
ამ კვირაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სტარომაიორსკოე რაიონში წინსვლის შესახებ განაცხადეს. უკრაინელმა მცველებმა წინა ხაზზე 500 მეტრით დაწინაურება მოახერხეს.