უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 61 000 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.10-მდე: ტანკები – 2 435 (+11), ჯავშანტექნიკა – 5 038 (+20), საარტილერიო სისტემები – 1414 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 341 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 177 (+0), თვითმფრინავი – 266 (+0), ვერტმფრენები – 232 (+4), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1032 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 841 (+18), სპეციალური ტექნიკა – 132 (+1).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.