spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

 

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა. მეგის ქარდავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

 

საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს.

 

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები