თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის – როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საპასუხოდ განაცხადა.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა.