spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის დაზვერვა – საქართველოს ხელისუფლებამ მისი ტერიტორიის გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდა დაუშვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით სანქცირებული საქონლისთვის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისთვის მარშრუტს აყალიბებს. 

 

“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

 

იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

 

ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები. 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ასევე წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა განიხილება.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDefenceIntelligenceofUkraine%2Fposts%2F284819830496111&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”533″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები