უკრაინელ სამხედროებს აქვთ გეგმა უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდის საბოლოო განადგურებისა და ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების შესახებ, დეტალები ჯერ არ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ყირიმი რუსებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ლოგისტიკური თვალსაზრისით და რუსები ამჟამად დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს იყენებენ როგორც “დიდ სამხედრო ბაზა”.
“რა თქმა უნდა, უშიშროების და თავდაცვის ძალებს აქვთ გეგმები როგორც უკრაინის მიწების, ასევე ნახევარკუნძულის დეოკუპაციისა და ყველა ხელშემშლელი ნივთის განადგურებისთვის. დეტალებზე არ ვისაუბრებთ, ისევე, როგორც ეს არ გაკეთებულა წინა ჯერზე, როცა შესაბამისი ზიანი იყო მიყენებული და შედეგიანი იყო“, – განაცხადა იუსოვმა.