spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის დაზვერვამ ყირიმში კიდევ ერთი რუსული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა

9 აგვისტოს უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა ყირიმში  საზღვაო დრონით MAGURA V5 რუსული ჩქაროსნული ნავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინა დაზვერვის მთავარი დირექტორატი ავრცელებს.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს Group 13-ის ჯარისკაცებმა MAGURA V5-ის დახმარებით რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი გემი გაანადგურეს – პროექტის KS 701 ტიპის ჩქაროსნული ნავი “ტუნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაზვერვის ინფორმაციით, დაზიანდა ოკუპანტების კიდევ სამი ხომალდი, მათი ტიპი დგინდება.

მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი “ტუნა”, რომელიც განადგურდა ნახევარკუნძულის სანაპიროზე. მანამდე დაზვერვის თანამშრომლებმა ორი გაანადგურეს, კიდევ ორი ​​კი მიმდინარე წლის მაისში დაზიანდა.

უკრაინული წარმოების საზღვაო დრონის MAGURA V5-ის დახმარებით, სულ 18 რუსული ხომალდი დაზიანდა, მათგან 9 განადგურდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები