უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველო რუსეთის ორი კატარღის განადგურებას ოფიციალურად ადასტურებს.
“30 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა Group 13 უკრაინული თავდასხმის საზღვაო დრონების Magura V5-ის დახმარებით კიდევ ერთხელ ეფექტურად შეუტია აგრესორი სახელმწიფოს გემების და ნავების შემადგენლობას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ცნობით, რუსებმა ავიაციის და იარაღის გამოყენებით შეეცადნენ ხელის შეშლას, თუმცა ოპერაცია წარმატებით დასრულდა.