spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 79 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაშავებული.

 

“ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმში, ხერსონსა და ჟიტომირში. ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგან არ არსებობს დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან“, – აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.

 

მისივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, 280 სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული, მათგან ცხრა შენობა სრულიად დანგრეულია, ასევე განადგურებულია 10-მდე ბავშვთა საავადმყოფო.

 

“შვიდი მილიონი ბავშვი უკრაინაში რუსეთიდან წარმოებული საომარი მოქმედებების გამო განათლების მიღების გარეშე დარჩა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები