უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას 3640 რუსი ოკუპანტის განადგურება შეძლეს. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა უკრაინელი სამხედროების შემდგომი გარღვევისთვის პირობების შექმნა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ პავლიუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, 10 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის 1 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 135 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 29 ტანკი და 62 ჯავშანტექნიკა.
დანაკარგებს შორის არის 115 საარტილერიო სისტემა; 13 MLRS;12 საჰაერო თავდაცვის დანადგარი; 115 მანქანა; 38 ერთეული სპეცტექნიკა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით და გარკვეულ წარმატებებს აღწევენ.