spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის გენშტაბი – არასწორია იმის თქმა, სოლედარის რამდენ პროცენტს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ არასწორია შეფასება რამდენ პროცენტს აკონტროლებს თავდაცვის ძალები და რამდენს მტერი დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში, რომლისთვისაც სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

 

“სოლედართან დაკავშირებით: არის სასტიკი ბრძოლები, პროცენტული თვალსაზრისით შეფასება არ არის მიზანშეწონილი ქალაქის რომელ ნაწილს ვაკონტროლებთ ჩვენ და რომლის გაკონტროლებას ცდილობს მტერი. ბრძოლები მიმდინარეობს, სასტიკი ბრძოლები”, – განაცხადა გენერალმა.
რუსეთმა ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლედარს ისინი აკონტროლებენ, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს. 

 

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქალაქი მთლიანად განადგურებულია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები