უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს რამდენიმე მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებს წარმატებები აქვს სამხრეთით და ბახმუტის მახლობლად, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, მტერს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო აღჭურვილობის დიდი დანაკარგები აქვს.
კოვალევის თქმით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც, სადაც უკრაინელ სამხედროებს გარკვეული წარმატებები აქვთ.
“ბახმუტის ფლანგებზე ჩვენი ჯარები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას, დევნიან მათ ადრე დაკავებული ხაზებიდან. ისინი პროგრესირებენ, ფეხს იკიდებენ მიღწეულ ხაზებზე. მტერი წინააღმდეგობას უწევს და დიდ დანაკარგებს განიცდის. ამ მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – განაცხადა სპიკერმა.
გენერალური შტაბის წარმომადგენლის თქმით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შტურმს ლიმანის, ავდეევის და მარინკის მიმართულებით, უკრაინის თავდაცვითი ძალები შეტევას აჩერებენ.