spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტებს უკრაინაში საბრძოლო მასალების და სურსათის სამი დღის მარაგი დარჩათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსებს უკრაინაში სამი დღის საბრძოლო მასალებისა და სურსათის მარაგი დარჩათ, ანალოგიური მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსებასაც საოკუპაციო ძალები საავტომობილო ავზებით გადაზიდვით ახორციელებენ.

 

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება. 

 

“ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები აღინიშნა.

 

რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ბელარუსებთან აგრესიულ პროპაგანდისტულ მუშაობას, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დამპყრობლების მხარეზე მიიღონ მონაწილეობა.

 

სუმის რაიონის ახტირსკის რაიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა. 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების ბრძანების შესრულებაზე და 70 ცალი ტექნიკით დატოვა ტერიტორია.

 

ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი მობილიზაცია ქაოტურად მიმდინარეობს: მობილიზებულთა უმეტესობას არ გააჩნია სამხედრო სპეციალობა, რადგან არასოდეს გაუვლია სამხედრო სამსახური.

 

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს წინსვლისა და გამაგრების მცდელობას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწევს.

 

უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 13 შეტევა და გაანადგურეს 14 ტანკი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 MTLB, 3 საარტილერიო სისტემა და 4 მანქანა. 

 

გარდა ამისა, მარიუპოლის დამცველებმა გაანადგურეს მტრის საპატრულო კატარღა და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი.

 

მტრის სამხედრო პერსონალის დანაკარგმა დაახლოებით 300 ადამიანი შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები