spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინის გენშტაბი – რუსებმა 2022 წლიდან ფრონტზე თითქმის 900 000 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 19-დან 20 მარტამდე, რუსმა ოკუპანტებმა ფრონტზე 1400 ჯარისკაცი დაკარგეს. მთლიანობაში, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან უკვე თითქმის 900 ათას ჯარისკაცს შეადგენს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 899 470 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.03.24: ტანკები – 10 377 (+13), ჯავშანტექნიკა – 21 561 (+38), საარტილერიო სისტემები – 24 747 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1322 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1110 (+3), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 895 (+179), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 41 094 (+91), სპეციალური ტექნიკა – 3780 (+0).

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები