უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 200 590 (+610) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.05.2023-მდე: ტანკები – 3771 (+9), ჯავშანტექნიკა – 7365 (+17), საარტილერიო სისტემები – 3166 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 562 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 318 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2748 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 982 (+9). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6067 (+19), სპეციალური ტექნიკა – 417 (+7).
გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში 55 შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.