უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 19 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.04-მდე:
ტანკები – 725, ჯავშანტექნიკა – 1 923, საარტილერიო სისტემები – 347, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 111, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 55, თვითმფრინავი – 154, ვერტმფრენები – 137, საავტომობილო ტექნიკა – 1 387, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 119, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.