უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 20 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 19.04-მდე:
ტანკები – 802, ჯავშანტექნიკა – 2063, საარტილერიო სისტემები – 386, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 132, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 67, თვითმფრინავი – 169, ვერტმფრენები – 150, საავტომობილო ტექნიკა – 1 495, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 158, სპეციალური ტექნიკა – 27, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.