უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 664 120 (+1150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.10.24-მდე: ტანკები – 8944 (+4), ჯავშანტექნიკა – 17 751 (+11), საარტილერიო სისტემები – 19 222 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1223 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 973 (+0), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 16 718 (+31), ფრთოსანი რაკეტები – 2618 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 240 (+55), სპეციალური ტექნიკა – 3385 (+12).