უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 21 200 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.04-მდე:
ტანკები – 838, ჯავშანტექნიკა – 2162, საარტილერიო სისტემები – 397, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 138, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 69, თვითმფრინავი – 176, ვერტმფრენები – 153, საავტომობილო ტექნიკა – 1 523, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 172, სპეციალური ტექნიკა – 27, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.