უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 22 400 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.04-მდე:
ტანკები – 939, ჯავშანტექნიკა – 2342, საარტილერიო სისტემები – 421, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 149, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 71, თვითმფრინავი – 185, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 666, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 207, სპეციალური ტექნიკა – 31, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.