უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 332 040 (+930) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.12.2023-მდე: ტანკები – 5575 (+4), ჯავშანტექნიკა – 10396 (+11), საარტილერიო სისტემები – 7949 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 913 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 602 (+0), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5995 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 1569 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10432 (+22), სპეციალური ტექნიკა – 1140 (+2).