უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 360 820 (+810) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.01.24-მდე: ტანკები – 5990 (+7), ჯავშანტექნიკა – 11100 (+13), საარტილერიო სისტემები – 8531 (+49), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 945 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 626 (+1), თვითმფრინავები – 329 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6710 (+53), ფრთოსანი რაკეტები – 1710 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11365 (+35), სპეციალური ტექნიკა – 1284 (+7).