უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 24 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.05-მდე:
ტანკები – 1 077, ჯავშანტექნიკა – 2 610, საარტილერიო სისტემები – 491, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 163, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 81, თვითმფრინავი – 194, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 867, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 10, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 303, სპეციალური ტექნიკა – 38, საკრუიზო რაკეტები – 87.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.