უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 25 650 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.05-მდე: ტანკები – 1 145, ჯავშანტექნიკა – 2 764, საარტილერიო სისტემები – 513, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 185, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 87, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 158, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 970, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 12, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 377, სპეციალური ტექნიკა – 41, საკრუიზო რაკეტები – 94.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.