უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 543 810 (+1110) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.07.24-მდე: ტანკები – 8099 (+19), ჯავშანტექნიკა – 15 550 (+26), საარტილერიო სისტემები – 14 599 (+66), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1111 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 874 (+1), თვითმფრინავები – 360 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11 620 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 2333 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 19 713 (+70), სპეციალური ტექნიკა – 2448 (+0).