უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გასული 24 საათის განმავლობაში, 16-დან 17 მარტამდე, რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგეს 1210 ჯარისკაცი, 37 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 100-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 895 450 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.03.24: ტანკები – 10 344 (+19), ჯავშანტექნიკა – 21 489 (+11), საარტილერიო სისტემები – 24 598 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1318 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1104 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 467 (+54), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 785 (+101), სპეციალური ტექნიკა – 3778 (+1).