უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 37 300 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.07-მდე: ტანკები – 1 641 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 823 (+8), საარტილერიო სისტემები – 834 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 108 (+0), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 188 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 676 (+2), საკრუიზო რაკეტები – 155 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 694 (+7), სპეციალური ტექნიკა – 66 (+0). მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე-ღამის განმავლობაში კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.