უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 170 (+140) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 02.08-მდე: ტანკები – 1 768 (+0), ჯავშანტექნიკა – 4 011 (+4), საარტილერიო სისტემები – 936 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 259 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 117 (+0), თვითმფრინავი – 223 (+0), ვერტმფრენები – 191 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 739 (+3), საკრუიზო რაკეტები – 174 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 914 (+2), სპეციალური ტექნიკა – 82 (+0).