უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 650 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.08-მდე: ტანკები – 1 792 (+3), ჯავშანტექნიკა – 4 032 (+6), საარტილერიო სისტემები – 950 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 260 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 123 (+5), თვითმფრინავი – 223 (+0), ვერტმფრენები – 191 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 742 (+0), საკრუიზო რაკეტები – 182 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 964 (+4), სპეციალური ტექნიკა – 83 (+0).