უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 46 750 (+250) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.08-მდე: ტანკები – 1 942 (+3), ჯავშანტექნიკა – 4 257 (+3), საარტილერიო სისტემები – 1050 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 274 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 148 (+0), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 202 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 838 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 196 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 171 (+6), სპეციალური ტექნიკა – 99 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა ისევ დონეცკის მიმართულებით განიცადა.