უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 54 650 (+170) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 19.09-მდე: ტანკები – 2 212 (+2), ჯავშანტექნიკა – 4 720 (+2), საარტილერიო სისტემები – 1313 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 312 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 168 (+0), თვითმფრინავი – 251 (+0), ვერტმფრენები – 217 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 920 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 238 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 581 (+3), სპეციალური ტექნიკა – 125 (+3).