უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 60 110 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 02.10-მდე: ტანკები – 2 377 (+23), ჯავშანტექნიკა – 4 975 (+26), საარტილერიო სისტემები – 1405 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 337 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 176 (+0), თვითმფრინავი – 264 (+0), ვერტმფრენები – 227 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1015 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 796 (+10), სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).