უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 63 110 (+240) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.10-მდე: ტანკები – 2 504 (+9), ჯავშანტექნიკა – 5 162 (+13), საარტილერიო სისტემები – 1496 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 353 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 181 (+0), თვითმფრინავი – 268 (+1), ვერტმფრენები – 235 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1114 (+17), ფრთოსანი რაკეტები – 295 (+46). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 916 (+8), სპეციალური ტექნიკა – 136 (+0).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.