უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 17 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 31.03-მდე:
ტანკები – 614, ჯავშანტექნიკა – 1 735, საარტილერიო სისტემები – 311, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 96, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 135, ვერტმფრენები – 131, საავტომობილო ტექნიკა – 1 201, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 75, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 83, სპეციალური ტექნიკა – 22, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.