უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში 1430 ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 44 საარტილერიო სისტემა, 111 დრონი და 69 საავტომობილო ტექნიკა.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 889 050 (+1430) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.03.24: ტანკები – 10 306 (+3), ჯავშანტექნიკა – 21 430 (+7), საარტილერიო სისტემები – 24 390 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1314 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1103 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 28 912 (+111), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 274 (+69), სპეციალური ტექნიკა – 3777 (+2).