უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით, საოკუპაციო ძალებს აყენებენ ცოცხალი ძალის და აღჭურვილობის დანაკარგებს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მისივე ცნობით, დღეს დღის განმავლობაში ყველა მიმართულებით 24 სამხედრო შეტაკება მოხდა.
“უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ვითარება კვლავ მძიმეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში დაკარგული პოზიციის აღდგენას. განხორციელდა საჰაერო დარტყმები კლიშჩიივკას და ანდრეევკას მიდამოებში.
“ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები ნოვოსელივკას რაიონში, დონეცკის რეგიონის სტეპნოეს და ავდეევკას აღმოსავლეთით.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში 9 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. მტერმა საჰაერო დარტყმები დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად განახორციელა.
ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები ნოვოდაროვკას რაიონში. ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოდანილოვკასა და რაბოტინოს დასახლებების რაიონებში.
ხერსონის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ხერსონის რაიონის ნიკოლაევკას რაიონში და რეგიონში და ქალაქ ხერსონში 25-ზე მეტი დასახლება დაექვემდებარა მტრის საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.