თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყა. ობიექტი მთლიანად განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“18 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განახორციელეს თავდასხმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-20 არმიის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამეთაურო პუნქტზე ბელგოროდის ოლქის დემიდოვკას რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად სამეთაურო პუნქტი მთლიანად განადგურდა.
მისივე ცნობით, მტერი ამ ობიექტს სუმის ოლქში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაგეგმად და ჩასატარებლად იყენებდა.
“მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფების უნარს ეფექტურად იმოქმედონ ბრძოლის ველზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მფრინავები გააგრძელებენ მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტების განადგურებას მისი შეიარაღებული აგრესიის დასრულებამდე”, – აღნიშნავენ გენშტაბში.
უკრაინის თავდაცვის ძალები გამუდმებით უტევს ოკუპანტების ობიექტებს რუსეთში. მაგალითად, 20 მარტის ღამეს დრონების თავს დაესხნენ ენგელსის აეროდრომს სარატოვის რეგიონში. სავარაუდოდ, განადგურებულია Х-101 რაკეტების საწყობი.