უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონში კონტრშეტევას წარმატებით ახორციელებენ, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია ზაპოროჟიას მიმართულებით. ჩვენი სამხედროები ადეკვატურად უძლებენ დარტყმას, ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევას, რასაც მოწმობს ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული არმიის დანაკარგების სტატისტიკა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.