spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის მოქალაქე, 5 წლის ილია სიმონენკო ბორჯომის მუნიციპალიტეტის N 4 საბავშვო ბაღში ჩაირიცხა

უკრაინის მოქალაქე, 5 წლის ილია სიმონენკო ბორჯომის მუნიციპალიტეტის N 4 საბავშვო ბაღში ჩაირიცხა. აღსაზრდელი დღეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის ჯანმრთელი მომავალის დირექტორმა ნინო ბენდელიანმა მოინახულა და საჩუქრები გადასცა. 

პატარა ილიას, საბავშვო ბაღში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ბაღის აღსაზრდელები ქართული და უკრაინული მუსიკალური ნომრებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.

ნინო ბენდელიანმა პატარა აღსაზრდელს წარმატებები უსურვა, მისი ოჯახის წევრებს კი მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

“ილია, დედასთან მარინა შავიძე- სიმონენკოსთან ერთად, ბორჯომში კიევიდან ჩამოვიდა. ბავშვის დედა წარმოშობით ბორჯომიდან არის და ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვი დედამ საქართველოში ჩამოიყვანა”, – განაცხადა გაერთიანების დირექტორმა ნინო ბენდელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები