spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის მოქალაქე, 5 წლის სერგო ხაჭაპურაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საბავშვო ბაღში ჩაირიცხა

უკრაინის მოქალაქე, 5 წლის სერგო ხაჭაპურაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საბავშვო ბაღში ჩაირიცხა. აღსაზრდელი დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, დვირის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელზა კუჭუხიძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ლევა თედიაშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სალომე თედელურმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის ჯანმრთელი მომავალის დირექტორმა ნინო ბენდელიანმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

 

პატარა სერგოს, საბავშვო ბაღში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ბაღის აღსაზრდელები ქართული და უკრაინული მუსიკალური ნომრებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.

 

დავით ზაალიშვილმა პატარა აღსაზრდელს წარმატებები უსურვა, მის მშობლებს კი მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერის პირობა აღუთქვა.

 

“ილია, დედასთან ვალერია კოზიშკაიასთან ერთად, ბორჯომში ხარკოვიდან ჩამოვიდა. ბავშვის მამა ვანო ხაჭაპურაძე ბორჯომელია და ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვი დედამ ორ დასთან ერთად საქართველოში ჩამოიყვანა”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები