spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი შემოშვების შესახებ”

უკრაინის 6 მოქალაქე, ყოფილი ტყვეები ხერსონის ოლქიდან, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში და 17 აგვისტოდან ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში იყვნენ, ქვეყანაში შემოუშვეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

“როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

 

ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები