კიევი: ნოემბრის ბოლოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი ეწვევა. ამის შესახებ Front News-ს საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ განუცხადა.
“დღეს შევხდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს, შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები ფართო ფორმატში, ასევე მისი მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 26-28 ნოემბერს შედგება”, – განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გროისმანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
“უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრას ასევე ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დაესრებიან”, – განაცხადა ელჩმა.