უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.