spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს “რუსეთის მიერ კონტროლირებად მაფიაზე საქართველოში”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს ზეწოლა საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც განაცხადა უარი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

ამის შესახებ მან 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა მოაქციოს პუტინის გავლენის ქვეშ და გადაიყვანოს ევროპული გზიდან. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, “გაზარდონ ზეწოლა მოახდინონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე”.

“მოგიწოდებთ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, იმისთვის, რომ მათ არ მიიღონ სარგებელი საქართველოსთვის მოპარული ევროპული მომავლისგან.

ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ევროპის ერთი ქვეყანაც, რადგან ერთის დაცემა ყველას დაგვაახლოებს დაყოფასა და კონფლიქტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან მოუწოდა ევროკავშირს მხარი დაუჭიროს მოლდოვას ევროპულ არჩევანს, რომელმაც უნდა “შეიგრძნოს ევროპის ძალა სიღარიბესთან ბრძოლაში“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები