spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის თანამდებობიდან სერგი შეფირის გათავისუფლების შესახებ.

 

დღესვე ზელენსკიმ კიდევ რამდენიმე მრჩეველი და უფლებამოსილი პირი გაათავისუფლა.

 

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ მრჩევლები მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.

 

გარდა ამისა, ზელენსკის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლებმა ნატალია პუშკარევამ და ალიონა ვერბიცკაიამ.

 

29 მარტს პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის რამდენიმე მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საუბარია ანდრეი სმირნოვზე და ალექსეი დნეპროვზე.

 

იქამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი. მის ადგილზე ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. დანილოვი, თავის მხრივ, უკრაინის ელჩი გახდება მოლდოვაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები