spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საბერძნეთში ჩამოვადნილ An-12-ს სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა

საბერძნეთში ჩამოვარდნილი უკრაინული An-12-ის ბორტზე, რომელიც კომერციულ რეისს სერბეთი-იორდანია-ბანგლადეში ასრულებდა, “საშიში ტვირთი” იყო.

 

ამის შესახებ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო წერს.

 

კონკრეტულად რა გადაჰქონდა An-12-ით, მას არ დაუკონკრეტებია.

 

“ეკიპაჟი უკრაინის რვა მოქალაქისგან შედგებოდა. ავარიის წინასწარ მიზეზად ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობა სახელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით თესალონიკში უკრაინის საკონსულოს ბაზაზე ოპერატიული შტაბი შეიქმნა. ავარიის ადგილზე უკვე მივიდნენ უკრაინის კონსულები, რომლებიც ურთიერთობენ მაშველებთან და ბერძენ სამართალდამცავებთან მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად. სამაშველო სამუშაოები და ხანძრის ჩაქრობა გრძელდება“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

 

17 ივლისს ღამით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალას აეროპორტის დასავლეთით, თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. ავარიამდე ეკიპაჟმა მოახერხა ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გაფრთხილება, მაგრამ თვითმფრინავმა ვერ შეძლო ავარიული დაშვება, რადგან ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას ცეცხლი გაუჩნდა, სწრაფად დაეშვა და მიწაზე დაცემის შემდეგ აფეთქდა.

 

თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ „აფეთქებების ხმა ერთი საათის განმავლობაში ესმოდათ“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები