spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის საგარეო უწყება – ჩვენ უკვე ვღელავდით, რომ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა რუსული აგრესიის დაკანონების ინიციატივით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატოში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა.

 

ჩვენ უკვე ვღელავდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით. ეჭვიც კი შევიტანეთ უნგრეთის პრემიერის პოზიციის თანმიმდევრულობაში.

 

არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც თავისი სუვერენიტეტით, არც მსოფლიო ივაჭრებს. რუსეთის ხელმძღვანელობა კი, როგორი საჯარო ადვოკატებიც არ უნდა ჩართოს, აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინელებისთვის მიყენებული ბოროტებისთვის“, – წერს ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Foleg.nikolenko.50%2Fposts%2Fpfbid06sHuz2kXjnyC2ExrPNLtKkbkgVcmr8nKi6eWCUzD7LUvEjPBbvszi6gR8vyPEU8Rl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”393″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები