spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის საჰაერო ძალები – რუსი ტერორისტების 75 დრონიდან 74 განადგურდა

25 ნოემბრის ღამეს, როდესაც რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, საჰაერო თავდაცვამ 75 დრონიდან 74 გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

 

“განახლებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 74  “Shahed-131/136“, ანუ პლუს სამი! 74-დან 75“, – წერს პრესსამსახური.

 

დილით საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მთლიანობაში ჩამოაგდო 71 უპილოტო საფრენი აპარატი 75-დან. მისი თქმით, მტერმა უკრაინის მასშტაბით რეკორდული რაოდენობის თავდასხმის დრონი გამოიყენა.

 

25 ნოემბრის ღამეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინის მასშტაბით უპილოტო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები