spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

 

ამის შესახებ დენისოვამ ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ახლა უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, თუ რა გახდა ვიზიტზე უარის მიზეზი.

 

ლუდმილა დენისოვა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გუშინ მეორედ ჩამოვიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები